вторник, 4 августа 2015 г.

წყლის რესურსებთან დაკავშირებული პრობლემები

   წყალი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა ბუნებაში დედამიწის ფართობის (510 მლნ კვ.კმ) 71% მსოფლიო ოკეანეს უკავია, სამეურნეო საქმიანობისათვის გამოუსადეგარია ჰიდროსფეროს 97,5%, მტკნარი წყალი - წყლის 2,5%, საქართველოს მთელი ტერიტორია მოიცავს შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზებს, ბუნებრივი ტბის რაოდენობა -860, ხელოვნური წყალსაცავი -43

წყლის პრობლემების წარმოქმნა
გასული საუკუნის 50-იანი წლები-მტკნარი წყლი დეფიციტს განიცდიდა მსოფლიოს 15 ქვეყანა. მათი უმრავლესობა აფრიკის კონტინენტზეა -1990 წლებისათვის ამ ქვეყნების რიცხვი გაიზარდა 30- მდე. მათ შორისაა აფრიკის კონტინტიდან დაშორებული პოლონეთი და სამხ.კორეა - 2025 წლისათვის სავარაუდოდ ეს რიცხვი 51-მდე გაიზრდება. მიემატება: ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, პაკისტანი, პერუ და აფრიკის ყველა ქვეყანა. - 2050 წლისათვის დაემატება კიდევ 17 ქვეყანა, მათ შოირს: ბელგია, სალვადორი, ერაყი, ჩრდ. კორეა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა კლიმატის გლობალური ცვლილება წყლის რესურსებზეც აისახა და გამოიწვია: მყინვარების დნობა, წყალდიდობები და გვალვები, ზღვის დონის აწევა, წყლის რაოდენობა და ხარისხი. 1,2 მილიარდზე მეტ ადამიანს დედამიწაზე არ აქვს საშუალება გამოიყენოს სასმელად სათანადო ხარისხის წყალი,ამიტომ მილიონობით ადამიანი პერიოდულად ან მუდმივად ავადმყოფობენ, ყოველწლიურად 3,4 მლნ ადამიანი იღუპება დაბინძურებული წყლის გამო, დაბინძურებული წყალი შეიძლება გახდეს 100-ზე მეტი დაავადების მიზეზი, 2000 წელს გაეროს ათასწლეულის ასამბლეამ მიიღო ათასწლეულის განვითარების მიზნები, 2015 წლისათვის იმ მოსახლეობის წილის შემცირება ვისთვისაც არაა ხელმისაწვდომი სუფთა წყალი, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტულური უფლებების კომიტეტმა 2002 წელს მიიღო ე.წ. „ზოგადი კომენტარები“, სადაც ნათქვამია: ადამიანის უფლება სასმელ წყალზე არის ფუნდამენტური სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. საკმარისი და უსაფრთხო სასმელი წყალი წარმოადგენს აუცილებელ პირობას ადამიანის ყველა უფლებათა რეალიზაციისათვის, 1992 წელს დუბლინის კონფერენციამ პირველ პრინციპში დააფიქსირა: „მტკნარი წყალი-ამოწურვადი და მოწყვლადი რესურსია, რომელიც აუცილებელია სიცოცხლის, განვითარებისა დაგარემოს შენარჩუნებისათვის, 2000 წელს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მიერ მიღებულ დირექტივაში ჩაიწერა: წყალი, განსხვავდება სხვა კომერციული პროდუქტებისგან და მიეკუთვნება მემკვიდრეობას, რომელიც საჭიროებს დაცვას.

   დაბინძურების წყაროები ძირითადად არის: მუნიციპალური ჩამდინარე წყლები, სამრეწველო წყლები, სასოფლო-სამეურნეო ჩანადენი, ნაგავსაყრელთა განაჟონი, მყარი კომუნალური ნარჩენები, ნავთობპროდუქტები, თბო და ატომური სადგურები, ქიმიური მრეწველობა, მძიმე მეტალები, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (წრიმ) პროცესია, რომელიც გულისხმობს წყლის (ზედაპირული, მიწისქვეშა, დაბრუნებადი) და მასთან დაკავშირებული მიწის რესურსების ისეთ ერთობლივ მართვას, რომელიც არ ვნებს ეკოსისტემის მდგრადობას და უზუნველყოფს მაქსიმალურ სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას, წრიმ-ის მიზანია წყლის მომხმარებელთა კონკურენცია დაარეგულიროს და მოაწესრიგოს,რათა წყლის მოხმარება გახადოს ეკონომიკურად ეფექტური, სოციალურად მიუკერძოებელი და ეკოლოგიურად მდგრადი. წრიმი ეფუძნება რამდენიმე საკვანძო პრინციპს, საზოგადოების მონაწილეობა, რაც გულისხმობს ყველა მხარის მ.შ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობივი თემების ჩათვლით წყლის რესურსების მართვის პროცესში მონაწილეობისათვის (განსაკ. ქალების) ევროკავშირის დირექტივები: ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა2000/60 EC წყლის რესურსების პოლიტიკის შესახებ დირექტივა 78/659/EEC მტკნარი წყლების ხარისხის შესახებ, დირექტივა 75/440/EEC ზედაპირული წყლების შესახებ, დირექტივა 91/271/EEC ქალაქების ჩამდინარე წყლების გაწმენდის შესახებ.